თეგი: თავშესაფრის მაძიებლები

ევროპამ ბოლო 10 წელიწადში, რუსეთიდან თავშესაფრის მსურველთა ორ მესამედზე მეტს უარი უთხრა - კვლევა

ბოლო 10 წელიწადში ევროპის ქვეყნებმა, რუსეთიდან თავშესაფრის მსურველთა ორ მესამედზე მეტს (77%) უარი უთხრეს, რასაც პროექტის „უფრო ზუსტი რომ ვიყოთ“ მონაცემები ადასტურებს.   პროექტის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან ევროპის ქვეყნებს, თავშესაფრის თხოვნით რუსეთის 153 ათასმა მოქალაქემ მიმართა. აქედან, ლტოლვილის სტატუსი 35 ათასმა მიიღო.   ყველაზე ხშირად, რუსეთის მოქალაქეებს გერმანიაში მოხვედრა სურთ. გერმანიას, თავშესაფრის თხოვნით ბოლო 10 წელიწადში რუსეთის 54 ათასმა მოქალაქემ მიმართა. გერმანიამ 90%-ს უარი უთხრა.  პოპულარობით, მეორე ადგილზეა - საფრანგეთი. ამ ქვეყანაში საანგარიშო პერიოდში, თავშესაფარი რუსეთის 42 ათასმა მოქალაქემ ითხოვა, აქედან 76%-მა უარი მიიღო.   ასევე რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ თავშეაფარი ავსტრიაში, პოლონეთსა და ბელგიაში მიიღონ. მათი უმეტესობა ამას ვერ ახერხებს.  2012 წლიდან დღემდე, თავშესაფარზე რუსეთის მოქალაქეებს უარი არცერთხელ არ უთხრა მალტამ- ნათქვამია კვლევაში.   თავშესაფარი შეიძლება ითხოვოს პირმა, თუ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მის მიმართ არაერთხელ განხორციელდა სხვადასხვა ფორმით დევნა სახელმწიფოს (ან მასთან დაკავშირებული სტრუქტურების) მიერ პირადი პოზიციის ან საქმიანობის გამო.   

ირლანდიის თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში, ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა

ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში საქართველოს 3432 მოქალაქე ცხოვრობს. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე - ალჟირი [2543]. ირლანდიაში დაფუძნებული გაზეთუის, Dublin Inquirer-ის ინფორმაციით, თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წელს საქართველოდან განაცხადი 2700 ადამიანზე მეტმა შეიტანა.